კომპანიის შესახებ

„იდეალთი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გუნდით ჩვენ უზრუნველვყოფთ მშენებლობის ხარისხს და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შერწყმა ჩვენს პროექტებს გამორჩეულს ხდის.
თქვენი იდეალური სახლი შენდება ჩვენთან.

hello

ჩვენი ღირებულებები

„იდეალთის“ ყველა პროექტი ორიენტრებულია სწორ დაგეგმარებაზე, ფასადის სტილი კი ინდივიდუალურობით გამოირჩევა.
შენობის არქიტექტურა ალამაზებს ქალაქის იერსახეს და ორგანულად ერწყმის ადგილობრივ ლანდშაფტს.
თითოეული ბინა ინდივიდუალურად, მომავალი მეპატრონის მოთხოვნების შესაბამისად გეგმარდება. ვაცნობიერებთ მობინადრის პრიორიტეტებს და ჩვენს ყველა პროექტში გათვალისწინებულია საკმარისი საპარკინგე ადგილები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიური გარემო და ამიტომ ვზრუნავთ საცხოვრებელი სახლის ირგვლივ მწვანე სივრცის მოწყობაზე.
მშენებლობის პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ:

  • კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლების შერჩევას
  • სამშენებლო მასალების ხარისხის მკაცრ კონტროლს
  • თანამედროვე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას

ჩვენი პროექტები

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალი სტანდარტის პროექტი „იდეალთი თბილისის ქუჩაზე“ დასრულებულია. ზუგდიდის ცენტრში არქიტექტურულად გამორჩეულ შენობას დამატებით ხიბლს მატებს გამოკვეთილი ფორმები, ვერანდები, ფრანგული აივნები.
ბინიდან იშლება ულამაზესი ხედები. ქალაქის ცენტრში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პარკინგი. ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ და თითოეული ბინისთვის გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილები. ფოტოების სანახავად, გადადით ბმულზე.
იგივე პრინციპებით იქმნება ჩვენი კიდევ ერთი პროექტი „იდეალთი დიდ დიღომში“. მალე დემეტრე თავდადებულის #17 ჩვენი ახალი მისამართი გახდება. დეტალურ ინფორმაციას მშენებლობის შესახებ დავამატებთ.

hello

გადახდის პირობები

ბინის შეძენა შეგიძლიათ ერთიანი ანგარიშსწორებით, იპოთეკური სესხით, ან უპროცენტო შიდა განვადებით.

ერთიანი ანგარიშწორება:
ერთიანი გადახდის შემთხვევაში, ისარგებლებთ ფასდაკლებით. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

იპოთეკური სესხი:
იპოთეკური სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბანკის ტარიფებზე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

შიდა განვადება:
ბინის ფასი შეგიძლიათ 2 წლის განმავლობაში დაფაროთ პროცენტის გარეშე.

  • მინიმალური მონაწილეობა - 10%.
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%.
  • უზრუნველყოფა - შესაძენი ბინა.

bigLogo

პროექტები

  • იდეალთი თბილისის ქუჩაზე

  • იდეალთი დიდ დიღომში

ოფისები

  • თბილისი, დემეტრე თავდადებულის № 17

  • ზუგდიდი, თბილისის ქუჩა № 6

© 2024 იდეალთი. ყველა უფლება დაცულია.